• 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1

Follow Us

ახალი ამბები

ბათუმში სმენის შეზღუდვის მქონე პირთა საერთაშორისო კვირეული აღინიშნა 2014-09-28

სმენის შეზღუდვის მქონე პირთა საერთაშორისო კვირეული 1958 წლიდან სექტემბრის ბოლო კვირას რეგულარულად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. კვირეულის მიზანია სმენის შეზღუდვის მქონე პირთა გააქტიურება, მათ კულტურასა და სოციალურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე  საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

28 სექტემბერს ქ. ბათუმში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი“-სა და სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობლების საინიციატივო ჯგუფის მიერ კვირეული აღინიშნა „თითების თეატრის“ წარმოდგენით. მოეწყო გასართობი თამაშები და ბავშვთა ნახატების გამოფენა.  გავრცელდა საინფორმაციო ფლაერები.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „სმენადაქვეითებულ ბავშვთა საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობა“.